-
ავტორი
- კატეგორიები: ჟურნალისტი ფილოსოფოსი
გუგუშვილი ნოდარ ევგენის ძე (28.IX. 1927, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი 25.X. 1996, თბილისი), ქართვ. სპორტ. ჟურნალისტი, საქართვ. დამსახ. ჟურნალისტი (1976). გ. ნ. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1950) და იმავე წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა გაზეთ „ლელოში“, ასევე სპორტ. კომენტატორად საქართვ. რადიოსა და ტელევიზიაში (1976–1980); იყო ჟურნ. „მართვეს“ რედ. (1984–1992); ქართ. ენციკლოპედიის მთ. რედ., სპორტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1966-დან) და თავ. (1983-დან). გ. ნ. წლეების განმავლობაში აშუქებდა სპორტის ისტორიის, ოლიმპიური თამაშობების, კალათბურთის, ჭიდაობისა და ალპინიზმის საკითხებს. მიღებული ჰქონდა მ. კაკაბაძის სახ. პრემია (1993), ღირსების ორდენი (1996) და სხვ.
თხზ.: გუგუშვილი, ნ. (1965). ჩვენი ჩემპიონები. თბ.; გუგუშვილი, ნ. (1973). ოლიმპიური ემბლემით სამყაროს გარშემო. თბ.; გუგუშვილი, ნ. (1976). სპორტის ოქროს ზამთარი.თბ.; გუგუშვილი, ნ. (1997). ოლიმპიური ენციკლოპედია. თბ.